Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    შეხვედრა თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები, 31 მარტს, ეწვივნენ თბილისის 106-ე საჯარო სკოლას და შეხვედრა გამართეს მე-12 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი და ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.

    საუბარი შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილს და როლს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არსებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებს და სხვა.